სტუდენტთა ჩარიცხვა

საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია აცხადებს მიღებას თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე. მომავალის ტუდენტი აბარებს ეროვნულ გამოცდებს მხოლოდ ქართულენასა და ლიტერატურაში და მინიმალური ქულით და შემდგომ სემინარიის შიდა გამოცდებით ირიცხება აღნიშნულ სასწავლებელში.
შიდა გამოცდები ჩატარდება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ქ. ახალციხის სასულიერო სემინარიაში მისამართი ფარნავაზ მეფის4; შემდეგ საგნებში:

1. კატეხიზმო (ზეპირი)
2. გასაუბრება
სწავლის ხანგრძლივობაა 4 (ოთხი) სასწავლო აკადემიური წელი, მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან მხოლოდ მამაკაცები. სწავლა უფასოა და არის პანსიონური ტიპის საფარის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. სემინარიაში შემსვლელმა აბიტურიენტებმა წინასწარ დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. თხოვნა რექტორის სახელზე
2. ავტობიოგრაფია
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) დედანი და ასლი
4. ფერადი ფოტოსურათი(2ცალი/3×4- ზე) და ელექტრონული ვერსიით
5. მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მისამართით A და საკონტაქტო ინფორმაციით), შესაბამისი ეკლესიის ბეჭდით, მოძღვრის დახასიათება.
6. პირადობის მოწმობის (პასპორტის) დედანი და ასლი
7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მისივე დედნის წარდგენით).